ესპანეთი

გააგრძელე კითხვა

ესპანეთი

ბარსელონა → მადრიდი → სარაგოსა → ტოლედო → კორდობა → სევილია → გრანადა → ალიკანტე

მარშრუტი ყველაფრის ჩვენება ყველაფრის დახურვა

ბარსელონას აეროპორტში ჩამოსვლა, ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო. ვახშამი. შოუ „Magic Fountain”.

საუზმე. ექსკურსია ქალაქში: გოთიკური უბანი, საკათედრო ტაძარი და გაუდის მოდერნისტული არქიტექტურა. მადრიდში გამგზავრება, გზად გაჩერება სარაგოსაში. განთავსება მადრიდის სასტუმროში. ვახშამი.

საუზმე. სითი ტური ფეხით და ავტობუსით მადრიდში. გამგზავრება ტოლედოში. ქალაქში გასეირნება, მუზეუმების და საკათედრო ტაძრის მონახულება, ასევე სანტო ტომეს სამლოცველო, სადაც ინახება ელ გრეკოს შედევრი „გრაფ ორგასის დაკრძალვა“. მადრიდში დაბრუნება. თავისუფალი დრო, სურვილისამებრ პრადოს მუზეუმის მონახულება (ფასიანი ბილეთები). ვახშამი.

საუზმე. გამგზავრება კორდობაში. ექსკურსია ძველ ქალაქში, მეჩეთის მონახულება. გამგზავრება სევილიაში. განთავსება სასტუმროში, ვახშამი.

საუზმე. ექსკურსია სევილიაში. საკათედრო ტაძრის და ებრაული უბნის „სანტა კრუსის“ მონახულება. გამგზავრება გრანადაში. სასტუმროში განთავსება. სურვილისამებრ ესპანური ფლამენკოს შოუ (ფასიანი ბილეთები). ვახშამი.

საუზმე. ალჰამბრა – მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლი სამხრეთ ესპანეთში. გამგზავრება ალიკანტეში. სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ვახშამი.

საუზმე. გამგზავრება ვალენსიაში. ისტორიული ცენტრის დათვალიერება. სადილი რესტორანში. გამგზავრება ბარსელონაში. განთავსება სასტუმროში.

ტრანსფერი ბარსელონას აეროპორტში.

© 2020 WONDERLAND All rights reserved