ჩვენ შესახებ

ბედნიერი თანამშრომელი კმაყოფილი მომხმარებელი

მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებას უკავშირდება. მაშინ, როცა ქუჩებში ვსეირნობთ, ვაგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს, გავყურებთ ლამაზ ხედს თუ სტუმრობთ მუზეუმებს, ჩვენ ისტორიებს ვქმნით, რომლებსაც სასიამოვნო მოგონებებად წლების განმავლობაში ვინახავთ. სასიამოვნო თავგადასავლის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი პროცესის წინაშე ვდგებით, რადგან საინტერესო მოგზაურობას სწორი გეგმის არსებობა მნიშვნელოვნად განაპირობებს. რასაკვირველია, სპონტანურობა მოგზაურობის ამაღელვებელი ნაწილია – ხშირად სწორედ გზიდან გადახვევაა ისტორიების საწყისი, თუმცა აუცილებელია მნიშვნელოვანი დეტალების წინასწარ მოგვარება და უსიამოვნო მოულოდნელობებისგან დაზღვევა.

2007 წელს WONDERLAND-ის გუნდმა მიზნად დაისახა მოგზაურობის მოყვარულებს დახმარებოდა მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარებაში და მათთვის უფრო მეტი დრო დაეტოვებინა სასიამოვნო შთაბეჭდილებების მისაღებად. WONDERLAND-ის ტურისტული ჯგუფი იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ვინც თავად არიან გამოცდილი მოგზაურები და ჩვენი რჩევები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც არასტანდარტული მოგზაურობით არიან დაინტერესებული.

მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალური ორიენტირება WONDERLAND-ის მთავარი პრიორიტეტია, თავის მხრივ კომპანიის ატმოსფეროც მაქსიმალურად კომფორტულია თანამშრომლებისთვის. ბედნიერი თანამშრომელი კმაყოფილ მომხმარებელს ნიშნავს და სწორედ ჩვენს გუნდს TBC-ის ბიზნესდაჯილდოებაზე “ბედნიერი თანამშრომლები” ეწოდათ.

დაარსებიდან დღემდე WONDERLAND-მა მოიპოვა სანდო, შემოქმედებითი და სტაბილური კომპანიის რეპუტაცია.  ჩვენი დახმარებით შეძლებთ აღმოაჩინოთ საქართველოს ნაკლებად ცნობილი უნიკალური ადგილები და იმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ცნობისმოყვარე მოგზაურებისთვის ან აქტიური თავგადასავლების მოყვარულთათვის ყოველთვის მოიძებნება შესაბამისი მარშრუტი და კვალიფიციური რეკომენდაციები.

 

ჩვენი მომსახურებები:

 

→ ტურები მსოფლიოში

→ ტურები საქართველოში 

→ კრუიზები 

→ ტრანსფერები 

→ კონცერტების და ფესტივალების ბილეთები

→ მუზეუმების ბილეთები 

→ სამოგზაურო დაზღვევა 

© 2020 WONDERLAND All rights reserved