→ მადრიდი
ესპანეთის დედაქალაქი და ერთ – ერთი უმსხვილესი ქალაქი.
მადრიდის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სამეფო სასახლე, სამეფო თეატრი 1850 წელს განახლებულ ოპერასთან ერთად, 1632 წელს დაარსებული ბუენ-რეტიროს პარკი, ეროვნული ბიბლიოთეკის (დაარსდა 1712 წელს) XIX საუკუნის შენობა, სადაც ესპანეთის ისტორიული არქივების ნაწილია დაცული; ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების ოქროს სამკუთხედი, რომელიც პასეო-დელ-პრადოს გასწვრივ მდებარეობს, მოიცავს ხელოვნების სამ მუზეუმს: პრადოს მუზეუმს, დედოფალ სოფიას ხელოვნების ეროვნულ მუზეუმსა და მუზეო თისენ-ბორნამისცას. სილებესის სასახლე შადრევანთან ერთად ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ფეხბურთის მოყვარულებს გირჩევთ მოინახულოთ სანტიაგო ბერნაბეუს საფეხბურთო მოედანი. მადრიდში მდებარეობს ორი მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბი — რეალ მადრიდი და ატლეტიკო მადრიდი.
→ ბარსელონა
კატალონიის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და ესპანეთის ყველაზე ტურისტული ქალაქი გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით და ღირსშესანიშნაობების სიმრავლით. ბარსელონას ერთ-ერთი მშვენებაა გოთიკური კვარტლის ვიწრო ქუჩები, რომაული და შუასაუკუნეების პერიოდების ულამაზესი კედლები და პატარა სახლები. აუცილებლად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობაა “ლა საგრადა ფამილია”, მსოფლიოს ულამაზესი ტაძარი, რომლის სანახავადაც მილიონობით ადამიანი ჩადის ბარსელონაში. გაუდის ამ დაუსრულებელი შედევრის ნახვა და მისით ტკბობა, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
გუელის პარკი ბარსელონაში ყველაზე ცნობილი ლანდშაფტური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც 1984 წელს დამსახურებულად მოხვდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. გრაფი ერლ ეუისუბე გუელი – მეცენატი, პოლიტიკოსი და მდიდარი ბიზნესმენი მეოცე საუკუნის დასაწყისში ფიქრობდა ბაღის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც მალევე გახდა მსოფლიო მნიშვნელობის სანახაობრივი პარკი და რომელსაც გაუდიმ “უძირო მთა” უწოდა.
ლა რამბლა – ბარსელონას ყველაზე ცნობილი ქუჩაა, იზიდავს ტურისტებს თავისი არქიტექტურით, ლამაზი ღია კაფე-ბარებით, სავაჭრო ცენტრებით, სუვენირების მაღაზიებითა და ქუჩაში ფლამენკოს მოცეკვავეებით. ანტონიო გაუდის კიდევ ერთი საოცარი შედევრი, რომლის ნახვასაც გირჩევთ არის – კაზა ბალტო – მისი ულამაზესი აივნები და ლამაზ სვეტებზე მდგარი შენობის ფასადი ფერებითა და ფორმებით ზღვის ტალღებსა და რიფებს გვაგონებს.
ბარსელონა ნამდვილად გაგაოცებთ და აღგაფრთოვანებთ თავისი ბრწყინვალე სასახლეებით, უკიდეგანო პარკებით, საოცარი ბუნებითა და მგზნებარე ხასიათის ხალხით.
→ იბიცა
ესპანეთის ყველაზე პოპულარული და საოცნებო კუნძული მზადაა დაუვიწყარი, აღვირახსნილი, კლუბური და თავისუფალი გართობის მოყვარულთათვის სამასპინძლოდ.