ესპანეთი – ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, რომელსაც პირენეის ნახევარკუნძულის 84 % უკავია. ესპანეთი ცნობილია თავისი უძველესი ისტორით, უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურით, ძლიერი ეკონომიკითა და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით. წლის ნებისმიერ დროს ეს ქვეყანა მილიონობით ტურისტს იზიდავს თავისი ისტორიული და არტისტული ქალაქებით, საინტერესო მუზეუმებით, ქვიშის ულამაზესი სანაპიროებით, გემრიელი სამზარეულოთი, სათხილამურო კურორტებით და ესპანური ტემპერამენტით.
დედაქალაქი – მადრიდი
სახელმწიფო ენა – ესპანური
ფულის ერთეული – ევრო