იტალია მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა, სანახავი და ღირშესანიშნავი ადგილების სიმრავლიდან გამომდინარე, გთავაზობთ ძირითადი ქალაქების ჩამონათვალს:

 

რომი

იტალიის დედაქალაქი  საუკუნეთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ეს ის ადგილია, სადაც რომაული, სახალისო და შემეცნებითი თავგადასავლების დაგეგმვა საუკეთესო იდეაა. აქ ერთიანდება მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა.
მარადიული ქალაქი არა მარტო დროის, არამედ სივრცის ყველა კანონს არღვევს.

რომში მოგზაურობისას პირველ რიგში აუცილებლად უნდა ნახოთ ქალაქის ცენტრში მდგარი, უძველესი არქეოლოგიურ ძეგლი კოლიზეუმი. ძველ რომაულ ამფითეატრში გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა, სწორედ ამიტომაა საინტერესო მისი არქიტექტურული მახასიათებლები.

ყველა ღმერთის ტაძარიპანთეონი, რომელიც ძვ.წ მეორე საუკუნეშია აშენებული, როგორც წარმართული ტაძარი, უკვე მეხუთე საუკუნეში კი ქრისტიანული ბაზილიკის სახე მიიღო. პანთეონში ისეთი ცნობილი ადამიანების საფლავებს მოინახულებთ, როგორიცაა რაფაელი და ვიქტორ ემანუელი.

რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი ვენეციის მოედანია, რომელიც საყიდლებისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

ტრევის ცნობილი შადრევანი, თვით კოლიზეუმს უტოლდება მისი პოპულარობით.

წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელიც გეოგრაფიულად ვატიკანში მდებარეობს და დამოუკიდებელი სახელმწიფოა,რელიგიურად ერთ-ერთი გამორჩეული და სიმბოლური ადგილია რომში, ტაძარში ხელოვნების ისეთ შედევრს იხილავთ, როგორიცაა მიქელანჯელოს “პიეტა”.

ალბათ გახსოვთ კადრი ფილმიდან “რომაული არდადეგები”, სადაც ოდრი ჰეპბერნი დიდი კიბიდან ჩამორბის და მის ქვემოთ ნაყინს მიირთმევს, ეს ადგილი ესპანეთის მოედნის სახელითაა ცნობილი. სახელგანთქმულ ესპანურ კიბეს გვირგვინად ეკლესია ადგას, მის კიბეებზე უყვართ ჩამოსხდომა ტურისტებს.

 

ფლორენცია

იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. მდიდარია თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. შუა საუკუნეებში ის ვაჭრობის ცენტრი იყო. დღეს კი ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დანიშნულების ადგილია. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში.  ის ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებების სამშობლო იყო, როგორებიც არიან: ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ბოკაჩო, დანტე ალიგიერი და სხვ.

 

ვენეცია

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი – ასე უწოდებენ ვენეციას. ეს ულამაზესი ქალაქი 118 კუნძულისა და 160 არხისგან შედგება, ძველი სახლებით, ფერადი სახურავებით, ვიწრო შესახვევებით და ხიდებით. ვენეცია ის ქალაქია, სადაც ხელოვნება, ულამაზესი არქიტექტურა და ისტორია ერთმანეთს ერწყმის. სხვაგან ვერსად ნახავთ Grand Canal-ს, რომელიც ვენეციური არქიტექტურის სიდიადეს სრულად გადმოსცემს. ცნობილი არხის ბოლოს  Palazzo Ducale და Basilica di San Marco დაგხვდებათ, რომლებიც გააორმაგებს თქვენს აღფრთოვანებას. ფეხით სეირნობისას იქ გადააწყდებით დამალულ, ვიწრო ქუჩებს, მოხატულ, ძველ, მარმარილოს ეკლესიებს და სხვა ღირსშესანიშნაობებს.

 

მილანი

ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. მილანი მსოფლიო მოდისა და კულტურის ცენტრი აერთიანებს- ხელოვნებას, კომერციას, დიზაინს, განათლებასა და გართობას. თანამედროვეობისა და სიძველის იდეალური შერწყმა ქალაქს ტურისტებისათვის უნიკალურს ხდის. ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მილანის საკათედრო ტაძარი-დუომო, ის  გოთიკურ სტილშია აგებული და ყველაზე დიდი  ტაძარია იტალიაში. შთამბეჭდავი და მისტიკურია ტაძრის ვიზუალი, მას 2245 მარმარილოს სტატუა ამშვენებს, სახურავს კი, 135 ქიმი აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძარში 40 000 დასაჯდომი ადგილია, კარგ ამინდში კი, მისი კოშკებიდან ალპური მწვერვალების დანახვაც შეიძლება. ამ საოცარი ტაძრის გვერდითაა ვიქტორ ემანუელ მეორეს გალერეა, რომელიც მე-19 საუკუნეში აგებული შუშის გუმბათიანი  სავაჭრო პასაჟია, სადაც უამრავი ბუტიკი, სუვენირების თუ ბრენდული მაღაზიები და კაფეებია  თავმოყრილი. მილანიდან  ისე არ უნდა წამოხვიდეთ  რომ არ ნახოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის თეატრი – ლა სკალას თეატრი,  ის მე-17 საუკუნეში გაიხსნა და სწორედ აქ შედგა პუჩინისა და ვერდის ოპერების პრემიერები. დღეს ლა სკალას თავისი მუზუმიც აქვს, სადაც თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი ინახება.

ტაძარი Santa Maria delle Grazie , რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, ცნობილი გახდა ლეონარდო და ვინჩის შედევრით – “საიდუმლო სერობა”.

მილანის ტრიუმფალური თაღი ნაპოლეონ ბონაპარტემ მილანის აღების შემდეგ ააშენებინა, ის ახალი შესასვლელის სიმბოლოდ იქცა. აქვე მდებარეობს ულამაზესი სემპიონეს ბაღი, ინგლისური ბაღი რომანტიკულ სტილში გადაწყვეტილი. მილანის თავბრუდამხვევი  ცხოვრება   ყოველთვის დგას მსოფლიო  მოდის სადარაჯოზე.

 

ვერონა

ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში, წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს . მისი კულტურული მემკვიდრეობის, უძველესი არქიტექტურის, საქვეყნოდ ცნობილი ყოველწლიური ბაზრობების, შოუების, რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის წყალობით ვერონა ტურისტებისათვის ძალიან მიმზიდველია, თუმცა მის  პოპულარიზაციას  ერთი ათად შექსპირის უკვდავი პიესა – „რომეო და ჯულიეტას“ მთავარი გმირის, სიყვარულს შეწირული ქალის, ჯულიეტას სამყოფელი , ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია ქალაქში. გოთიკური სტილის ნაგებობა მე-13  საუკუნით თარიღდება, რომელიც დელ კაპელოს ოჯახის საკუთრება იყო და 1905 წელს ვერონას მერიამ გამოისყიდა. სახლის მფლობელებისა და კაპულეტის გვარების მსგავსების გამო შეიქმნა ტურისტული მითი, თითქოს ეს იყო კაპულეტების სახლი, რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას, მისი სატრფო რომეო სასიყვარულო სტრიქონებს უძღვნიდა. აღსანიშნავია, რომ ნაგებობას ეს კონკრეტული აივანი მე-20 საუკუნეში მიაშენეს, თუმცა ეს მის პოპულარობას სულაც არ აკნინებს. სახლის ეზოში ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება დგას და ლეგენდის თანახმად, თუ მას მარჯვენა მკერდზე შეეხები, უცილობლად ნამდვილ სიყვარულს იპოვნი. ამიტომ ამ ადგილზე მნახველთა/მსურველთა რიგი არასოდეს წყდება.

ჩვენს წელთ აღიცხვამდე 30 წლით დათარიღებული, ბრას მოედანზე მდებარე ვერონა არენა (Arena di Verona) კოლიზეუმის მსგავსად ანტიკური რომაული კულტურისა და არქიტექტურის ხილულ ნიმუშს წარმოადგენს. ამფითეატრი სპორტული შეჯიბრებებისა თუ თეატრალური წარმოდგენებისათვის გამოიყენებოდა და 30, 000 მაყურებელზეა გათვლილი.

2000 წელს, იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა სენტიმენტალური  და რომანტიული ადამიანი, ვერონა აუცილებლად აგიშლით გრძნობებს.

© 2020 WONDERLAND All rights reserved