ათენი
ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ყოველწლიურად აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტი ჩადის. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი ქალაქიცაა. აქ შექმნილია მსოფლიო არქიტექტურის მრავალი შედევრი. ათენის ცენრტში აღმართულია აკროპოლის ბორცვი პერიკლეს ეპოქის ძეგლებით და ლიკაბეტის ბორცვი წმ. გიორგის პატარა ეკლესიით. ათენი თანამედროვე საქმიანი და პოლიტიკური ქალაქია, სადაც თავმოყრილია ყველა საელჩო, მრავალი საწარმო, ოფისი, თეატრი, რესტორანი და მაღაზია, სასტრუმრო და გართობის დაწესებულება.
სანტორინი
სანტორინი – კურორტი, რომელიც უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადგილების სიის სათავეში დგას – ეს ქათქათა ლამაზმანი სანტორინია. ვულკანური ლანდშაფტები, ფერადი ქვიშა და სუფთა ზღვა, ზღაპრული მზის ჩასვლა და მშვიდი ატმოსფერო, დაუჯერებელი თეთრი სახლები და ფანჯრიდან გადაშლილი გასაოცარი პანორამები – კუნძულზე ეს და ბევრი სხვა რამ გელით
ეს არის უნიკალური კუნძული ეგეოსის ზღვაში, რომლის თითოეული კუთხე შეუდარებელი და განუმეორებელია. მთის ფერდობზე მდებარე დედაქალაქი ფირაგაგაოცებთ საოცარი პანორამებით, თოვლივით თეთრი სახლებით, ხმაურიანი და ლამაზი ძველი ნავსადგურით, სადაც ფუნიკულიორით ან ვირით შეგიძლიათ იმზავროთ. პატარა ქალაქ იმეროვიგლიში შენარჩუნებულია უძველესი ეკლესიები, ტაძრები, ასევე ვენეციის ციხესიმაგრის სკაროსის რუინები, მაგრამ, რაც მთავარია, იგი სტუმრებს სიმშვიდესა და სიწყნარეს ჩუქნის. რომანტიკული ოია წარმოუდგენელი მზის ჩასვლით, ვიწრო ქუჩებით და პატარა რესტორნებით თითქოს შეყვარებულებისთვისაა შექმნილი. ასევე შეუძლებელია არ მოინახულოთ კამარი თავისი საოცარი პლაჟებითა და ვულკანური ქვიშებით.
როდოსი
კუნძული როდოსი და მისი ამავე სახელწოდების დედაქალაქი – საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ანტიკური მემკვიდრეობის, უნიკალური ბუნების, შესანიშნავი პლაჟებისა და საოცარი ძველი ქალაქების ნარევის წყალობით. იგი იდეალურია მათთვის, ვისაც პლაჟისა და საექსკურსიო დასვენების შეთავსება სურს
კუნძულზე აუცილებლად ეწვიეთ ქალაქებს როდოსი და ლინდოსი, რომლებიც ისეთ დიდ საგანძურს ფლობენ, როგორიცაა დიდი მაგისტრების სასახლე, როდოსის ციხე, რაინდთა ქუჩა, აკროპოლისი, ათენას ტაძარი, ციხე მონოლითი, ასევე რამდენიმე ისტორიული მუზეუმი. როდოსში ტურისტების, განსაკუთრებით კი მანდილოსანი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია პეპლების ხეობა, სადაც ათასობით ფერადი ფარვანა დაფრინავს. აქ მშვიდი წყაროს ხეობაში ყველა თქვენი ცოდვისთვის შენდობის მიღებას შეძლებთ, ან მინიმუმ გაგრილდებით – ეს არის ნაკრძალი მიწისქვეშა გვირაბით, სადაც ყინულივით ცივი, მაგრამ „ჯადოსნური“ წყალი მიედინება.
როდოსს ორი ზღვა აკრავს – ეგეოსისა და ხმელთაშუა. მათი სანაპიროები სტუმრებს შესანიშნავი ქვიშიანი და კენჭიანი სუფთა პლაჟებით ახარებს. ხოლო პროსონისის კონცხზე უნიკალური მოვლენის ხილვას შეძლებთ, რომელსაც ორი ზღვის „კოცნა“ უწოდეს.
მიკონოსი
მიკონოსი – საოცრად ლამაზი ბუნებისა და ძვირადღირებული, მოდური კურორტის ნარევია. ხშირად მისი სტუმრები ბოჰემური და თავისუფალი საზოგადოებაა: მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები და უბრალოდ ლამაზი ცხოვრების მოყვარულნი. სანტორინის მსგავსად, მიკონოსი ცნობილია თავისი არქიტექტურით, მყუდრო სასტუმროებით, მიხვეულ-მოხვეული პატარა ქუჩებით და ეგეოსის ზღვის შესანიშნავი პლაჟებით. მაგრამ ამავდროულად კურორტი უფრო ვაკის ადგილზე მდებარეობს, რომელიც უძველესი წისქვილებითაა ცნობილი.
ღამით მიკონოსზე არავინ სძინავს, რადგან დაბნელების შემდეგ თითქოს მეორე სუნთქვა იხსნება. უჩვეულო შოუ-პროგრამებით დატვირთული ათობით ბარი, დისკოთეკა, ღამის კლუბი დილამდე სავსეა სტუმრებით. ხოლო დღისით პლაჟები ივსება ხალხით, რომლებსაც სანაპიროების სისუფთავე, ლამაზი პეიზაჟები და ატმოსფერო სიამოვნებთ. ვინაიდან კურორტი წვეულებების მოყვარულთა ადგილია, პლაჟებზე ყოველთვის უამრავი ახალგაზრდაა, ისმის მუსიკა და ჟრიამული. მიკონოსი ასევე თავისი ნუდისტური პლაჟებითაა ცნობილი – „პარადაიზ“ და „სუპერ-პარადაიზ“ – „შეზღუდვების გარეშე“ დასვენების მოყვარულთათვის. სწორედ აქ ღია ცის ქვეშ იმართება დიდი წვეულებები.
ნიქსოსი
ნაქსოსი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. მწვანე მთები და ლურჯი ზღვა, ანტიკური ქანდაკებები და ბიზანტიური ტაძრები, უამრავი საინტერესო მოვლენა და ფესტივალი დასვენებას მდიდარსა და დასამახსოვრებელს ხდის.
ნაქსოსის ყველა ღირსშენიშნაობის მოსანახულებლად შეიძლება მთელი თქვენი შვებულება დაგჭირდეთ. მარმარილოს კარიბჭე პორტარა, ციხე ბაზეოსი, აპოლონისა და დიონისეს გიგანტური ქანდაკებები, საოცარი სოფლები აპირანტოსი და ჰალკი, ხეობა ტრაგეა – ეს სია დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ. ასევე აქ 20 პლაჟზე მეტი მდებარეობს, რომელთაგან ერთ-ერთი – Agios Prokopios – ევროპის 10 საუკეთესო პლაჟის სიაში შედის.
ნაქსოსი პრაქტიკულად ეგეოსის ზღვის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ამიტომ იგი იდეალური ამოსავალი წერტილი შეიძლება გახდეს საბერძნეთის სხვა კუნძულების შესასწავლად. ნაქსოსიდან ბორნით ადვილად იმგზავრებთ როდოსზე, კრეტაზე და კონტინენტზეც კი.
პაროსი
პაროსმა, რომელიც საბერძნეთის სხვა კუნძულებს შორის მოხერხებულადაა განთავსებული, როგორც ტურისტულმა ცენტრმა, ცოტა ხნის წინ, მაგრამ აქტიურად დაიწყო განვითარება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მას აქვს ყველაფერი, რაც ტურისტებს სჭირდებათ: შესანიშნავი პლაჟები, უძველესი ღირსშესანიშნაობები, პალმებისა და ზეთისხილის ბაღები, ნაკრძალები და მრავალი რესტორანი, სადაც ბერძნული ღვინითა და კერძებით ტკბობას შეძლებთ.
ქალაქი პაროსი ან პარიკია კუნძულის ძირითად ცენტრს და ასევე ნავსადგურს წარმოადგენს. მისი პლაჟები (ლივადია, მარცელო, კამინია) ცნობილია სუფთა ქვიშისა და დამრეცი ნაპირის მქონე უსაფრთხო სანაპირო ზოლით, და ამიტომ აქ მშვიდად შეძლებთ დასვენებას ბავშვებთან ერთად. პაროსზე ყოფნის დროს, აუცილებლად ეწვიეთ ლამაზ ძველ სოფელს – ნუსას ტრადიციული ბერძნული თეთრი სახლებით, ვიწრო ქუჩებით და პატარა ეკლესიებით. პაროსთან ახლოს მდებარეობს განთქმული აპოლონის ტაძარი და უამრავი ცნობილი ძველი ეკლესია (წმინდა არსენის მონასტერი, ქრისტეს მონასტერი ტყეში). და თუ როდოსზე პეპლების ხეობაში ვერ მოხვდით, შეგიძლიათ პაროსზე ინახულოთ: ათასობით იშვიათი ფარვანა ნაკრძალის ბუნების გარემოცვაში – ეს რაღაც დაუვიწყარია.
სკიათოსი
ეგეოსის ზღვის კიდევ ერთი მარგალიტი, რომლის ტერიტორიაზეც 60 პლაჟზე მეტი, უამრავი ზეთისხილის ბაღი და წიწვოვანი ტყე, ათეულობით მონასტერი, ციხე, ეკლესია მდებარეობს. კუნძული თითქოს შექმნილია მათთვის, ვისაც აქტიური ტურიზმი, ფეხით სეირნობა და ლაშქრობა უყვარს. სკიათოსი სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის 25 მარშრუტზე მეტს გთავაზობთ, რომელთა ძირითადი თავისებურება ლამაზი ხედები და პანორამებია.
კუნძულის შესწავლის ამოსავალი წერტილი დედაქალაქი ჰორაა. ეს საოცარი პატარა ქალაქია, კუნძულის ნავსადგური, რომელიც პირველი ნახვისთანავე გასაოცარი პეიზაჟებითა და შესანიშნავი პლაჟებით შეგაყვარებთ თავს. აქ ღამის ცხოვრების მოყვარულებიც ჩამოდიან, ახალ ნავსადგურში, „ბარების ქუჩაზე“ მათ ათეულობით ღამის კლუბი და დისკოთეკა ელოდებათ, სწორედ აქედან გადიან საკრუიზო ლაინერები ბორტზე წვეულებებით. ცნობილი პლაჟი კუკუნარიესი, რომელიც კუნძულზე საუკეთესოდ ითვლება, ჰორადან მხოლოდ 20 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
იდრა
იდრას სამართლიანად ეკუთვნის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და ატმოსფერული კუნძულის სტატუსი. იგი მთლიანად დახურულია სატრანსპორტო საშუალებებისთვის, აქ არ არის გზები, გადაადგილებას მხოლოდ ვირით ან ველოსიპედებით შეძლებთ. აქ თქვენ ვერ ნახავთ ტურისტების ნაკადებს, მით უმეტეს კუნძულის სოფლებსა და დასახლებებში, რის გამოც იდრამ თავისი უნიკალურობის შენარჩუნება შეძლო.
ამავე სახელწოდების მთავარი ქალაქი – პატარა, ძველი ქალაქია, ნავსადგურით, თვალწარმტაცი სანაპიროებითა და პლაჟებით. ადგილობრივი მოსახლეობის მცენარეებითა და ყვავილებით მორთული ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, პატარა ატმოსფერული რესტორნები და ტავერნები, იახტებითა და იალქნიანი გემებით სავსე ნავსადგური და ყველგან სიმწვანე და უამრავი ყვავილია. კუნძული, ისევე, როგორც თავად ქალაქი, ღირშესანიშნაობების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ იგი მშვიდი ატმოსფეროს და თვალწარმტაცი პეიზაჟების გამო შეიყვარეს. საინტერესოა, რომ ეს ადგილი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს უყვართ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მოულოდნელად თქვენს საყვარელ მსახიობს ან მუსიკოსს შეხვდებით.
ზაკინთოსი
ზაკინთოსი – მდიდარი წარსულის მქონე კუნძულია, რომელიც სტუმრებს შესანიშნავ აწმყოს სთავაზობს. ზაკინთოსი სიახლისა და უჩვეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ამგვარად, კუნძული უნიკალურ ნაკრძალს, ეროვნულ საზღვაო პარკს წარმოადგენს, სადაც ზღვის კუები და ხმელთაშუა ზღვის სელაპები ბინადრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მათი ნახვისა და თვალყურის დევნის საშუალება გექნებათ.ასევე უნიკალურია კუნძულის სახმელეთო ტერიტორია, რომელზეც სხვადასხვა მცენარეულობის უმეტესი ნაწილი მდებარეობს (7000-ზე მეტი სახეობა). მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავ პანორამებს ციცაბო კლდეები და ყურეები, უფსკრულები და მღვიმეები ქმნიან კუნძულის მთელს ტერიტორიაზე, რომელიც წარმოუდგენელი ლაჟვარდოვანი წყლითაა გარშემორტყმული. აუცილებლად ეწვიეთ ლაჟვარდოვან მღვიმეს, რომელიც ყველა მოგზაურთა შორის გულწრფელ აღტაცებას იწვევს.
განსაკუთრებულ ყურადღებას კუნძულის დედაქალაქი – ზაკინფი იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიწისძვრის შედეგად იგი თითქმის მთლიანად განადგურდა, მოსახლეობამ ბევრი რამ აღადგინა. დიონისეს სამრეკლო, მოედანი სოლომუ, ბიზანტიური მუზეუმი, წმინდა მარკოსის მოედანი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და უამრავი სხვა ადგილი ამ ძველ ქალაქს მომხიბვლელობას მატებს. თუ სეირნობით დაიღლებით – პლაჟებზე გაემგზავრეთ, კუნძულზე უამრავი პლაჟია, სანაპირო ზოლის სიგრძე – 123 კმ-ია
ქალკიდიკი
ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე დასვენება ედემის ბაღში მოგზაურობას წააგავს.აქ თქვენ გელით 500 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი ულამაზესი ქვიშის პლაჟებითა და ეგეოსის ზღვის კრისტალურად სუფთა წყლით. თითქმის ყველა პლიაჟი დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ „ლურჯი დროშით“. ნახევარკუნძულის ბუნება-ეს არის უმშვენიერესი ტყეები და ბაღები მცენარეების და ყვავილების სასიამოვნო არომატით. უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არის იმის გარანტი,რომ აქ გატარებული დღეები დაუვიწყარი დარჩება.
ზღვა- ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი, ცისფერი წყლით. 500 კმ. ულამაზესი წვრილი, ხავერდოვანი ქვიშის მქონე სანაპირო ზოლი, მწვანე კონცხები,საუკუნოვანი ფიჭვის ტყეები, სუფტა ჰაერი, კლდეებს შორის ჩამალული პატარა ყურეები და ლაგუნები, სადაც გამჭირვალე წყალი ისეთივე თბილია, როგორც აუზში.
იმის მიუხედავად რომ, ქალკიდიკი არის ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ნახევარკუნძული, იგი სილამაზით არ ჩამოურჩება საბერძნეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ლამაზ კუნძულებს. ამ კურორტის აღწერა უსასრულოდ შეიძლება!
ცნობილი ნახევარკუნძული, რომელსაც ხშირად ადარებენ ზღვის ღმერთის პოსეიდონის « სამკაპს», მდებარეობს ეგეოსის ზღვაში,ცენტრალური მაკედონიის რეგიონში. გეოგრაფიულად ნახევარკუნძული იყოფა ოთხ ნაწილად: ცენტრალურ და მისგან გამომდინარე, სიგრძეზე განლაგებულ სამ ნახევარკუნძულად, სახელწოდებით-კასანდრა, სითონია და განთქმული ათონის მთა. თუ ნახევარკუნძულს ზემოდან შევხედავთ იგი კიბორჩხალას ფეხებს მოგვაგონებს, ამიტომაც ალბათ, ბერძნები მათ «ფეხებს» უწოდებენ.
კრეტა
უმშვენიერესი კუნძული კრეტა – ეს არის უამრავიმოგზაურის ოცნება,რადგანაც აქ მათ ელით: ულამაზესი ფირუზისფერი ზღვა, განსაცვიფრებელი მთის პეიზაჟები, ანტიკური ქალაქები,უნიკალური მუზეუმები, ჯერ კიდევ მითოლოგიიდან ცნობილი შთამდეჭდავი ხეობები, კომფორტული კლიმატი, მშვენიერი სანაპიროები და სასტუმროები,უგემრიელესი სამზარეულო, კალორიტული ტრადიციები და სტუმართმოყვარე ხალხი.
4 შესანიშნავი რეგიონი: რეთიმნო, ხანია, ლასიტი, ჰერაკლიონი
კრეტა –საბერძნეთის უმსხილესი კუნძული, 8000 კმ. ფართობითა და ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლით
კორფუ
მეფეთა და არისტოკრატიის სახლი
კუნძული კორფუ – საბერძნეთის და იონიის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია,ცნობილი მთელ მსოფლიოში თავისი სილამაზით და მდიდარ ისტორიით.კორფუ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე კუნძლად,ცნობილი თავისი ეკზოტიკური სანაპიროებით,ზეთისხილის ჭალეებით,ფორთხლის ბაღებით და მწვანე ტყეებით.კერკირაა,როგორც მას უწოდებენ ბერძნები ხიბლავს ვენეციის აურით,თავისი უნიკალური არქიტექტურით და ლამაზ ვიწრო ხეივნებით