→ პარიზი

აქ შეგიძლიათ დატკბეთ ელისეს მინდვრებზე (les Champs-Élysées) სეირნობით,  რომელიც ქალაქის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირს წარმოადგენს და აქვე მდებარეობს უამრავი კაფე, რესტორანი, ფეშენებელური მაღაზია, თეატრი და მუზეუმი, ნახოთ ეიფელის კოშკი, რომელიც პარიზის სიმბოლოა და ცნობილია მთელს მსოფლიოში, დააგემოვნოთ ყავა და ფრანგული კრუასანი. პარიზში ყოფნისას შეუძლებელია არ დაათვალიეროთ პარიზის სიმბოლო – ეიფელის კოშკი, ლუვრი – ყოფილი სამეფო სასახლე, სადაც თავმოყრილია ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშები, სწორედ ლუვრშია  ლეონარდო და ვინჩის შედევრი ჯოკონდა – მონა ლიზა. გაისეირნეთ მონმარტზე, შეიგრძენით  მისი ვიწრო  და უძველესი ქუჩების ხიბლი, ნახეთ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ნაპოლეონის ბრძანებით აშენდა, მისი გამარჯვების აღსანიშნავად. მოინახულეთ გოტიკურ სტილში ნაშენები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და გაიხსენეთ კვაზიმოდოსა და ესმერალდას  დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია.

 

მარსელი

საფრანგეთის ულამაზესი ქალაქი და უმსხვილესი პორტია. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მარსელის ძველისძველი პორტი ძალიან მიმზიდველი და პოპულარულია ტურისტებს შორის. ქალაქში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის უძველესი ეკლესიები, პარკები, ოფიციალური შენობები და მუზეუმები.

 

→ კანი

საფრანგეთის ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა  ქალაქი, რომელიც  წარმოადგენს ტურისტებისათვის მიმზიდველ და კანის კინოფესტივალის გამართვის ადგილს. კანი ასევე ცნობილია ბრენდული მაღაზიებით, რესტორნებითა, სასტუმროებითა და კაზინოებით.

 

→ ნიცა

უნიკალური ბუნება: ზღვა, მთები, ყვავილებში ჩაფლული ულამაზესი პარკები, სამას კილომეტრიანი სანაპირო ზოლი. ნიცას ღამის ცხოვრება ყველაზე აქტიურია მთელ ფრანგულ რევიერაზე, აქაური კაფეები, ბარები და კლუბები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ახალგაზრდებს შორის.

 

→ სენ-ტროპე

ულამაზესი კურორტი ლაჟვარდოვან სანაპიროზე. დღისით სანაპიროს მთელ ხაზზე მიმოფანტულ რესტორნებში პროვანსული სამზარეულოს კერძებით ისიამოვნებთ, საღამოს კი კლუბური ცხოვრებით განიტვირთებით.

 

→ კოლმარი

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ულამაზესი ქალაქი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციისა და I-II მსოფლიო ომების შემდეგ ნამდვილ ისტორიულ ცენტრად იქცა. კოლმარს  უნიკალურს ხდის  მისი მდებარეობა, არხები,  არქიტექტურისა და ტრადიციული შენობების შერწყმა.   ნავით სეირნობა  ყვავილებით მორთულ  არხებში,  ნაირფერი სახლის ფასადები  და უგემრიელესი ადგილობრივი ტკბილეული  არასოდეს დაგავიწყებთ ამ ზღაპრულ ქალაქს.

© 2020 WONDERLAND All rights reserved