საფრანგეთი – უდიდესი სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში და მესამე ქვეყანა სიდიდით მთლიანად კონტინენტზე.
ეროვნული ვალუტა – ევრო
სახელმწიფო ენა – ფრანგული
საფრანგეთის გაგონებისას, უმრავლესობას პარიზი და ეიფელის კოშკი წარმოუდგება თვალწინ, ეს ქვეყანა კი ბევრად მეტია და აქ სანახავიც უამრავია. საფრანგეთის მდიდარი წარსული, კულტურა, ულამაზესი არქიტექტურა, ულამაზესი სანაპიროები ყოველწლიურად დაახლოებით 60 მლნ. ტურისტს იზიდავს.
საფრანგეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიული ქვეყანა, რომელიც მზადაა გააცნოს თავი სტუმრებს არა მხოლოდ ციხესიმაგრეებითა და მუზეუმებით, არამედ გემრიელი სამზარეულოთი და საოცარი ბუნებით .