→ პრაღა

ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ევროპის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზი და შთამბეჭდავია. მისი  ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

თუ ჩეხეთის იდუმალებით სავსე დედაქალაქს ახალი გამოცდილებებისა და მოგონებების შესაგროვებლად ეწვევით, გირჩევთ, პირველ რიგში ქალაქის  ცენტრალურ მოედანს ეწვიოთ, რადგან ულამაზესი არქიტექტურის მთავარი ნაწილი სწორედ აქაა. უამრავი ქუჩის შემსრულებელი თუ მუსიკოსიც ჩეხურ განწყობას   სწორედ აქ შეგიქმნით.

სანამ ქალაქის მოედანს სტუმრობთ, ბარემ რატუშას კოშკზე მდებარე ასტრონომიულ საათსაც მოუსმინეთ. მეთხუთმეტე საუკუნეში შექმნილი მექანიკური საათი პრაღის ერთ-ერთი სიამაყეა. თუკი პრაღაში სტუმრობისას შემოგაღამდათ, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებად მეთოთხმეტე საუკუნის  კარლის ხიდზე სეირნობა  და ფოტოების გადაღება დაგრჩებათ.  როდესაც კარლის ხიდიდან მალა-სტრანას დასახლებისკენ წამოხვალთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ პრაღა უდიდეს საჩუქარს გიმზადებთ. სამეფო გზაზე შემოგხვდებიან ბაროკოს არქიტექტურის საუცხოო წარმომადგენლები და წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი,  რომელიც დამაბრმავებლად შთამბეჭდავია.

და რაც ყველაზე მთავარია, პრაღაში ვიზიტის დროს არ დაგავიწყდეთ უგემრიელესი ჩეხური ლუდის და კანჭის მენიუს დაგემოვნება, რაც პრაღას კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ.

 

→ კარლოვი ვარი 

ჩეხეთის ხიბლია პრაღასთან ახლოს მდებარე, საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი – კარლოვი ვარი, რომელიც გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით, რომანტიკული არქიტექტურით, ბალნეოლოგიური კურორტით,  მინერალური წყაროს წყლებითა და სამკურნალო ტალახით. კარლოვი ვარი ბეთჰოვენის, შოპენისა და გოეთეს საყვარელი  დასასვენებელი ადგილი ყოფილა.

© 2020 WONDERLAND All rights reserved