შავი კლდეების ტბა

გააგრძელე კითხვა

შავი კლდეების ტბა

ულამაზესი საფეხმავლო მარშრუტი შავი კლდეების ტბაზე. შესანიშნავი შესაძლებლობა ალპური ზონების, ულამაზესი ბუნების, ცხოველების და ფრინველების უიშვიათესი სახეობების აღმოსაჩენად.

მარშრუტი ყველაფრის ჩვენება ყველაფრის დახურვა

გამგზავრება ლაგოდეხში. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. მოკლე ინსტრუქცია ლაშქრობისთვის.

საუზმე. მარშრუტი: ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრამდე. მანძილი – 11.5 კმ. ლანჩი – მშრალი საკვები

გზად შესაძლებლობა მოგეცემათ დაათვალიეროთ იშვიათი, მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ხის ჯიშები, რომელთა ნაწილი წითელ წიგნშია შეტანილი. ერთ საათში ავდივართ სერზე ზღვის დონიდან 133 მ. სიმაღლეზე და გავუყვებით ქოჩალოს ქედს, სადაც ვნახავთ წიფლნარის ტყეს ჩრდილოეთით და შერეულ ფართო ფოთლოვან ტყეს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მარშრუტის დაწყებიდან მხოლოდ 2 საათში აღმოვჩნდებით სუბალპურ ზონაში – ნეკერჩხლების კორომში. დაბინავება ტურისტულ თავშესაფარ მეტეოში, რომელიც ზღვის დონიდან 1350 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში.

საუზმე. საფეხმავლო მარშრუტი შავი კლდეების ტბამდე – 2800 მ. ზღვის დონიდან. ლანჩი – მშრალი საკვები.

ვაგრძელებთ გზას ქოჩალოს ქედზე და ავდივართ ალპურ ზონაში, სადაც შესაძლებელია შეხვდეთ ისეთ იშვიათ ცხოველებს, როგორიცაა ირემი, ჯიხვი, არჩვი და ისიამოვნოთ უიშვიათეს ფრინველებზე დაკვირვებით. ასვლა უღელტეხილზე ე. წ. „დემიდოვის ნაშლებზე“, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. გადაადგილება ალპური მდელოების და ულამაზესი პატარა ტბების მიმართულებით. დაახლოებით ნახევარ საათში მივუახლოვდებით მთავარ ატრაქციას – შავი კლდეების ტბას, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა საქართველოში. ტბა ]მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლზე და წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს (რუსეთის ფედერაცია) შორის. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში.

საუზმის შემდეგ გზის გაგრძელება ადმინისტრაციული ცენტრის მიმართულებით. დისტანცია – 15 კმ. ლანჩი – მშრალი საკვები. ტრანსფერი სასტუმროში. ვახშამი.

საუზმის შემდეგ გამგზავრება სიღნაღში. გამორჩეული არქიტექტურა, შესანიშნავი ხედები ალაზნის ხეობასა და კავკასიონზე, პასტელის ფერების სახლები, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ქალაქს. ვიზიტი ბოდბეს წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში. დაბრუდება თბილისში. ტურის დასასრული.

მსგავსი ტურები

სვანეთი

მიზანი: თავგადასავალი , კულტურა და ისტორია, ლაშქრობა , ბუნება

ტობავარჩხილის ტბა

მიზანი: თავგადასავალი , ლაშქრობა , ბუნება
© 2020 WONDERLAND All rights reserved