საფრანგეთი

გააგრძელე კითხვა

საფრანგეთი

პარიზი → ონფლერ-ეტერა → ლუარის ველი → ბურჟი → ლიონი → დიჟონი → კოლმარი → სტრასბურგი

8 დღე/7 ღამე

მარშრუტი ყველაფრის ჩვენება ყველაფრის დახურვა

ფრენა პარიზში. დახვედრა აეროპორტში. ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში. თავისფალი დრო. სურვილის შემთხვევაში ფასიანი ექსკურსია: მონმარტრი, ლათინური კვარტალი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.  გასეირნება ღამის პარიზში. ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ გამგზავრება ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე ონფლერ-ეტერაში, სადაც ცნობილი იპრესიონისტი მხატვრები მოღვაწეობდნენ. სურვილის შემთხვევაში ფასიანი ექსკურსია მულენ რუჟში ან ლიდოში. ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში.  გამგზავრება ლუარის ველზე. საფრანგეთის მეფეების ცნობილი ციხესიმაგრეების დათვალიერება. ღვინის დეგუსტაცია. გამგზავრება  ქალაქ ბურჟში. ექსკურსია ქალაქის ისტორიულ ცენტრში. განთავსება და ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ქალაქ ლიონში. მიმოხილვითი ექსკურსია  ძველ ქალაქში: ისტორიული ვიწრო ქუჩების დათვალიერება, ვარდისფერი კოშკი, ჰენრიხ IV-ის სახლი, დელორმის გალერეები, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი და მოედანი, ადვოკატთა სახლი, ებრაული ქუჩა.  თავისუფალი დრო. დაბრუნება ქალაქ დიჟონში. სურვილისამებრ ქალაქში გასეირნება. ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება კოლმარში. სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო ქალაქში. სურვილისამებრ ექსკურსია ქალაქ სტრასბურგში, ულამაზეს და უძველეს ქალაქში. სტრასბურგის ისტორიული ცენტრი მდებარეობს მდინარე ილის მიერ წარმოქმნილ კუნძულზე.

ქალაქი სტრასბურგი, რომელიც რომაული პერიოდის ისტორიაში ცნობილი იყო როგორც არგენტორატუმი, რომაელმა ჯარისკაცებმა  აირჩიეს თავიანთი სამხედრო ბანაკისთვის. მთელი ისტორიული ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. სასტუმროში დაბრუნება. სურვილისამებრ  ექსკურსია ქალაქ კოლმარში. ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება შამპანში – ფრანგული შამპანური ღვინის სამშობლოში. შამპანის მთავარი ქალაქის რეიმსის დათვალიერება. რეიმსი მდიდარია შუა საუკუნეების, რომაული და გოთიკური ნიმუშებით, როგორიცაა მაგალითად სენტ რემის ბაზილიკა და რეიმსის ნოტრ დამი.  თავისუფალი დრო.  სურვილისამებრ ფასიანი ექსკურსია შამპანურის  სახლში და სხვადასხვა სახეობის შამპანურის დეგუსტაცია.  დაბრუნება პარიზში.  სასტუმროში განთავსება. დღის მეორე ნახევარში  სურვილისამებრ ფასიანი ექსკურსია ლუვრში. ღამისთევა სასტუმროში.

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

© 2020 WONDERLAND All rights reserved