რომი
მარშრუტი ყველაფრის ჩვენება ყველაფრის დახურვა
ჩაფრენა რომში ფიუმიჩინოს აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. ვახშამი.
საუზმე. მოგზაურობას ვიწყებთ ვატიკანიდან, მსოფლიოში ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს რომში და კედლითაა გამოყოფილი. აქ შეგიძლიათ ნახოთ სიქსტის კაპელა, უდიდესი ხელოვანის-მიქელანჯელოს ნამუშეევრები, როგორიცაა მაგალითად „განკითხვის დღე“, წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანის მუზეუმი. თავისუფალი საღამო.
საუზმე სასტუმროში. კოლიზეუმის და რომის ფორუმის დათვალიერება. კოლიზეუმიდან 1 კმ-ის რადიუსში ვენეციის მოედანია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქვე მდებარეობს გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის ვიტორიანო II-ის მონუმენტი. ფეხით გასეირნება, პანთეონის, ტრევის შადრევანის, ეპანეთის მოედანის და ცნობილი 137 საფეხურიანი კიბის მონახულება.
გასეირნება ტრასტევერეზე – რომის საუკეთესო რესტორნებით, პაბებით და კაფეებით გამორჩეულ უბანში. თავისუფალი დრო.
ტრანსფერი რომის აეროპორტში.