რატომ მივმართო ტურისტულ სააგენტოს?

გააგრძელე კითხვა

რატომ მივმართო ტურისტულ სააგენტოს?

მოგზაურობაზე ფიქრიც კი სასიამოვნო ემოციით გვავსებს, წარმოვიდგენთ როგორ ვსეირნობთ ქუჩებში, ვაგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს სასურველ ხედზე, ვსტუმრობთ მუზეუმებს და ვქმნით ისტორიებს, რასაც წლების მანძილზე გავიხსენებთ. თუმცა ამ ყველაფრის უკან საკმაოდ წამლეკავი პროცესი დგას. სწორი დაგეგმვა განაპირობებს თუ როგორი იქნება ჩვენი გამოცდილება. რა თქმა უნდა, სპონტანურობა მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხშირად სწორედ გზიდან გადახვევაა თავგადასავლის საწყისი. თუმცა, დიდი სხვაობაა, თუ რას ვგულისხმობთ იმპროვიზაციაში. სასიამოვნოა, როდესაც მოულოდნელად ახალ ნაცნობებს შევიძენთ და ამ მიზეზით გადავუხვევთ დღის გეგმებს. შემთხვევით ცუდ სამეზობლოში დაჯავშნილ სასტუმროს, საიდანაც ცენტრში მისასვლელად საათი გვჭირდება, თავგადასავალს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარებაში გვეხმარება გამოცდილი ტურისტული სააგენტო, რაც თავიდან აგვაცილებს უსიამოვნო შეფერხებას და მეტ დროს დაგვიტოვებს შთაბეჭდილებების მისაღებად.

ამ და სხვა მიზეზების გამო, ხშირად მოგზაურობის გეგმები ჭიანურდება და მხოლოდ სურვილად რჩება, სწორედ ამიტომ კომპეტენტური ტურისტული სააგენტოს პოვნა გადამწყვეტია, რომელიც მარტივად მოგვიგვარებს თითოეულ კომპონენტს და ჩვენ სურვილებს მოარგებს.

მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული აგენტი, უბრალოდ ყურმილის მეორე მხარეს მყოფი პერსონა არაა, რომელიც მზა ტექსტებით გესაუბრებათ, არამედ ადამიანი, ვინც ხშირად პირად გამოცდილებაზე დაყრნობით გაძლევთ რჩევებს და თქვენს უპირატესობებს ითვალისწინებს.

ხშირად ისმის კითხვა: „რატომ მივმართო ტურისტულ სააგენტოს?“  ჰოდა, პასუხი აქაა:

დაზოგილი დროპროფესიონალმა იცის ყველა იმ საძიებო სისტემის მოხმარება, რაც მოგზაურობის ეფექტურად დაგეგმვას სჭირდება, გამოცდილებიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი წარმოუდგენლად მარტივი და სწრაფია.

დაზოგილი ფინანსები – ალბათ გასაკვირი არაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სააგენტო არაერთი შეღავათით სარგებლობს, რაც საუკეთესო ფასის გარანტია, როგორც სასტუმროს, ასევე ფრენის თუ სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შემთხვევაში.

უსაფრთხოებაუსაფრთხოება, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია. სააგენტო ზრუნავს, თქვენი ჯავშნების, საცხოვრებლის თუ ტრანზაქციების სანდოობაზე. ასევე აგარიდებთ სხვადასხვა თაღლითობას.

ნაკლები სტრესი – შესაძლოა, მცირე დეტალის გამოტოვებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. აგენტი გაითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან ერთი შეხედვით წვრილმანს – რაიმე დამატებითი საბუთი ხომ არ გჭირდებათ საზღვარზე, საერთაშორისო მართვის მოწმობას ხომ არ ითხოვს ესა თუ ის ქვეყანა, სადაც მანქანა გყავთ დაჯავშნილი, სახიფათო უბანში ხომ არ ჯავშნით სასტუმროს და ასე უსასრულოდ.

უსიამოვნო მოულოდნელობებიფრენის გადადება, დაკარგული ბარგი, ჯავშნის გაუქმება, უამრავი რამ შეიძლება მოხდეს, რის დროსაც სააგენტო ფაქტობრივად თქვენი ადვოკატის როლს ასრულებს და რეკომენდაციებს გასცემს.

სააგენტოში მისვლამდე, შეგიძლიათ ჯერ საშინაო დავალება შეასრულოთ მომდევნო პუნქტების მიხედვით:

  • გადაწყვიტეთ ხელსაყრელი თარიღი, რაც მთავარია სეზონი, მნიშვნელოვანია, რომ ესა თუ ის კლიმატი პირადად თქვენ დისკომფორტს არ გიქმნიდეთ. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ხომ არ ემთხვევა დღესასწაულს, რა დროსაც ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი დაკეტილია? ან აქციებს, რაც ქუჩებს პარალიზებულს ხდის?
  • დასახეთ რეალისტური ბიუჯეტი და იყავით გახსნილი ამის შესახებ აგენტთან, რაც თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს.
  • არსებობის შემთხვევაში განსაზღვრეთ მთავარი მიზანი – იქნება ეს დასვენება, ღამის ცხოვრება, კულტურული ღონისძიებები თუ სპორტით დაკავება, ამ გზით შესაბამის მიმართულებას აიღებთ.
  • გადაწყვიტეთ ტრანსპორტის რომელი სახეობა გირჩევნიათ, მანქანის ქირაობა ხომ არ გსურთ, ან კრუიზით გასეირნება? იქნებ მატარებლით გადაადგილება უფრო კომფორტულია თქვენთვის?
  • მოამზადეთ კითხვების და უპირატესობების სია აგენტისთვის

ამ ყველაფრის განსაზღვრა, დამოუკიდებლად თუ აგენტთან ერთად, დაგეხმარებათ სწორედ ის მიიღოთ მოგზაურობისგან, რასაც ელით. თითოეულ ადამიანს ისეთივე უნიკალური მოლოდინი აქვს, რა განსხვავებულიც ადამიანთა ბუნებაა, კომფორტის და სიამოვნების აღქმაც განსხვავდება. არ არსებობს მოგზაურობის სწორი ან არასწორი გზა. თუმცა, საბოლოო მიზანი ხშირად ერთია – მომენტით დატკბობა და საუკეთესო მოგონების შექმნა, ამისათვის ჩვენ ვეცდებით გაგიზიაროთ რჩევები:

დაიცავით ბალანსი დღის დაგეგმვაში – არ ეცადოთ, რომ დღის თითოეული საათი გაწეროთ და დღის მანძილზე თავი მარათონზე იგრძნოთ. ჯობს ხარისხიანად მოინახულოთ ესა თუ ის ადგილი, ვიდრე თითოეული ღირსშესანიშნაობა მოირბინოთ. თუმცა, გარკვეული წინასწარი კვლევა დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტად დატკბეთ ქვეყნით და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სანახაობა. ასევე სასიამოვნოა ჩაუარო შენობას და იცოდე მისი ისტორია, გაიცნოთ ადგილობრივები და გესმოდეთ მათი კულტურა. ასევე კარგია, თუ მოსანახულებელი ადგილის სამუშაო საათები წინასწარ გეცოდინებათ.

მიმოიხედეთ უფასო გასართობისთვის – უმეტეს შემთხვევაში ჯიბის დაცარიელება სულაც არ არის საჭირო დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მთავარია თვალები ფართოდ გავახილოთ და უამრავ შესაძლებლობას დაინახავთ, რაც სრულიად უფასოა:

  • ქუჩებში საკმაოდ ხშირად ტარდება ღია კონცერტები, ისევე როგორც ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, თუმცა დაკავებული ვართ და სწრაფად ჩაუვლით ხოლმე გვერდს. მოგზაურობისას შეგიძლიათ მაყურებელთა რიცხვს შეუერთდეთ და უბრალოდ მუსიკით დატკბეთ.
  • ყველა ქალაქს აქვს უბანი, სადაც არქიტექტურის ესა თუ ის მიმდინარეობა მკვეთრადაა წარმოდგენილი, შეგიძლიათ რომელიმე მათგანი შეარჩიოთ და თემატური ტური მოიწყოთ, დატკბეთ ფასადებით, სადარბაზოების თავისებურებებით და შენობების ისტორიების გაცნობით.
  • ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ ქალაქის უფასო ველოსიპედის ტურს, რაც როგორც წესი ყოველდღე ტარდება და საუკეთესო გზაა დამალული ადგილების აღმოსაჩენად, დღის ჯანსაღად გასატარებლად და ახალი ადამიანების გასაცნობად.
  • წარმოიდგინეთ, რომ ამ ქალაქის მკვიდრი ხართ, ჩამოჯექით სკვერში ან ხალხმრავალ ქუჩაზე ცხელი სასმლით ხელში და უბრალოდ დატკბით ადამიანების თვალიერებით, მათი ჩაცმულობის თავისებურებით, ცხოვრების ტემპის და სტილის დაკვირვებით.

ადგილობრივი აქტივობა – ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ნიშა თუ დამახასიათებელი აქტივობა, რაც არ უნდა გამოტოვოთ: ფინეთში – საუნა, საქართველოში – ღვინის დაგემოვნება, უნგრეთში – გოგირდის აბანოები, ესპანეთში- კორიდა, ბავარიაში – ლუდის ბარების სტუმრობა, საფრანგეთში – კაბარე და ასე უსასრულოდ. ეს ის გამოცდილებებია, რაც ქვეყნებს ერთმანეთისგან განასხვავებს და კულტურას გვაცნობს.

ადგილობრივი ქუდის დახურვა – სულ რამდენიმე სიტყვის დაზეპირებით, ადგილობრივების კეთილგანწყობას მარტივად დაიმსახურებთ, გაგიმარტივდებათ კომუნიკაცია კაფესა თუ მაღაზიაში, ვინ იცის ფასდაკლებაც მიიღოთ, ან უბრალოდ სასიამოვნო მოკლე საუბრით დაკავდეთ, რაც როგორც ცნობილია, ადამიანის ბედნიერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ახალი ადამიანები – საერთაშორისო პლატფორმა Couchsurfing, არაჩვეულებრივი გზაა, ახალი ნაცნობობის დასამყარებლად. აქ მოგზაურები თანხმდებიან შეიკრიბონ სასადილოდ, კარაოკე ბარში, ქალაქის დასათვალიერებლად ან ღამის კლუბში გასართობად, შემდეგ კი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

ამ და სხვა უამრავი დადებითი ემოციის მომტანია მოგზაურობა, ხოლო მოგზაურობის მოყვარულისთვის შესაფერისი ტურისტული აგენტის პოვნა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირადი ექიმის, შეიძლება ეს გადაჭარბებულად ჟღერდეს, თუმცა ის, არა მხოლოდ ჯავშნებს აკეთებს, არამედ თქვენთვის ღირებულ, დასვენების დროს გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო პატიოსნად და გამჭირვალედ ემსახურებოდეს მომხმარებელს, ზოგავდეს მისთვის მნიშვნელოვან დროს, ოპერატიულად პასუხობდეს მის შეკითხვებს და გულწრფელი ინტერესი გააჩნდეს მოგზაურმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება.

© 2020 WONDERLAND All rights reserved