მალდივის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე ინდოეთის ოკეანეში. კუნძულები არის ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. მოსახლეობა ძირითადად დრავიდური, სანგალური, არაბული და აფრიკული წარმოშობისაა.
ოფიციალური ენა – მალდივური (დივეხი).
მალდივები აზიის ყველაზე პატარა და პლანეტის ყველაზე დაბალი ქვეყანაა, რომელიც ზღვის დონიდან 1.5 მეტრს არ სცდება.
მალდიველების ძირითადი საქმიანობაა თევზაობა და ნავების აშენება-შეკეთება.