იტალია – საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ -დასავლეთ ევროპაში, ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს – სიცილიასა და სარდინიას და სხვა პატარა კუნძულებს.
იტალია ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.
სახელმწიფო ვალუტა – ევრო
ოფიციალური ენა – იტალიური
ეს საოცარი ქვეყანა ყველა ჯერზე იქ დაბრუნების სურვილს ტოვებს, მისი მდიდარი ისტორიის , უგემრიელესი სამზარეულოსი, მოდური ტანსცმლისა და უმაღლესი ხარისხის ღვინის წყალობით.