საბერძნეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი 13 676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა და კუნძულების სიმრავლით გამოირჩევა.
საბერძნეთი ნამდვილი ოქროს საბადოა ნებისმიერი გემოვნების და პრიორიტეტის მქონე ტურისტისთვის.
ქვეყანა ანტიკური ცივილიზაციით და მდიდარი ისტორიით, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, რბილი კლიმატით, ულამაზესი ბუნებით, გასაოცარი ლანდშაფტით, კრისტალურად სუფთა ზღვით, მწვანე მთებითა და მშვენიერი სანაპიროებით დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელია. მის ტერიტორიაზე თავმოყრილია უამრავი ძვირფასი შენობა, ანსამბლი, ქალაქების ნანგრევი, გასაოცარი სილამაზის ტაძრები. მხოლოდ ათენში 33 მუზეუმი და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანად ქვეყანაში 260-ზე მეტი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიციათა უმეტესობა ღია ცის ქვეშაა განთავსებული.