კრისტალი

კრისტალი

სასტუმრო „კრისტალი“ დიდველის საბაგირო სადგურიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სოფლის დასახლებიდან მოშორებით (ცენტრიდან 2 კმ) და გარშემორტყმულია ტყეებითა და მთის ფერდობებით - ეს ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა.  სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი შესრულებულია მოდერნის სტილში. გამოყენებული ხისა და ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი მასალები სრულიად შეესაბამება სამთო კურორტის ხასიათს და ამავე დროს, ქმნიან ფუფუნების ატმოსფეროს.  შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სათამაშო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისთვის 30 მანქანაზე.  „კრისტალი“ გთავაზობთ ყოველმხრივ აღჭურვილ კომფორტულ ნომრებს, თანამედროვე დიზაინითა და ულამაზესი ხედებით.   „კრისტალის“ სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს. 

მანძილი : 

საბავშვო პარკამდე- 5კმ 

დიდველის საბაგირომდე-  400მ 

25 იან ტრასამდე-  3 კმ 

 


გაუზიარე მეგობრებს

12 yo and above
0-11 yo

სასტუმროს დეტალური აღწერა

Travel Agency in Georgia

Wonderland.ge Tours, Excursions, Resorts, Hotels, Transfers, Air - Bus Tickets And more...