კრისტალი

კრისტალი

სასტუმრო „კრისტალი“ დიდველის საბაგირო სადგურიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სოფლის დასახლებიდან მოშორებით (ცენტრიდან 2 კმ) და გარშემორტყმულია ტყეებითა და მთის ფერდობებით - ეს ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა. ♦ სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი შესრულებულია მოდერნის სტილში. გამოყენებული ხისა და ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი მასალები სრულიად შეესაბამება სამთო კურორტის ხასიათს და ამავე დროს, ქმნიან ფუფუნების ატმოსფეროს. ♦ შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სათამაშო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისთვის 30 მანქანაზე. ♦ „კრისტალი“ გთავაზობთ ყოველმხრივ აღჭურვილ კომფორტულ ნომრებს, თანამედროვე დიზაინითა და ულამაზესი ხედებით. თქვენს განკარგულებაშია ასევე საცურაო აუზი, საუნა, ბარი, ბილიარდი, საბავშვო ოთახი, სათამაშო ავტომატები და სასიამოვნო გარემო. ♦ „კრისტალის“ სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს. ♦ სასტუმრო გთავაზობთ აგრეთვე სეზონურ ტურებს ბურანებით, კვადროციკლებით ან ცხენებზე.

მანძილი : 

საბავშვო პარკამდე- 5კმ 

დიდველის საბაგირომდე-  400 მ 

25 იან ტრასამდე- 3 კმ 

 


გაუზიარე მეგობრებს

12 yo and above
0-11 yo

სასტუმროს დეტალური აღწერა

Travel Agency in Georgia

Wonderland.ge Tours, Excursions, Resorts, Hotels, Transfers, Air - Bus Tickets And more...